.

.

SCADA სისტემები

SCADA (Supervisory Control And Data Acquisition) არის მონაცემთა შეგროვებისა და დისპეტჩერული მართვის სისტემა, რომლის ძირითადი ფუნქციაა დაშორებული (ათეულ და ასეულ კმ-თაც კი) წერტილებიდან (ობიექტებიდან) ინფორმაციის რეალურ დროში შეგროვების, ანალიზის და დაშორებული ობიექტების შესაძლო მართვის უზრუნველყოფა.

SCADA სისტემა წარმოადგენს პროგრამულ-აპარატურულ კომპლექსს მონაცემთა შეგროვებისა და დისპეტჩერული მართვისათვის. ზოგჯერ ტერმინ SCADA-ს ქვეშ გულისხმობენ პროგრამულ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული ფუნქციების შესრულებას, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ინსტრუმენტალურ საშუალებას ამ პროგრამული პროდუქტის შესაქმნელად. საბოლოო ჯამში ასეთი პროგრამული პროდუქტი გამოიყენება მონაცემთა შეგროვებისა და დისპეტჩერული მართვის სისტემის შექმნისათვის.

SCADA სისტემების გამოყენების სფეროებია:
• ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების მართვა;
• წარმოების ტექნოლოგიური პროცესი (ქიმიური; მეტალურგიული; კვების მრეწველობის; მეტალის, ხის, მინის და ა.შ. დამუშავება და სხვა);
• ელექტროენერგიის წარმოება;
• წყლის გაწმენდისა და განაწილების მართვა;
• ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტრანსპორტირება და განაწილება;
• ტრანსპორტის და სატრანსპორტო გადაზიდვების მართვა (ეხება ტრანსპორტის ყველა სახეს);
• ტელეკომუნიკაცია;
• სამხედრო სფერო;
• “ჭკვიანი სახლი” (კლიმატ-კონტროლი, დაცვის სისტემები და სხვა);
• ტურისტული ინფრასტრუქტურის (სასტუმროების, რესტორნების და ა.შ.) ავტომატიზებული მართვა;
• ავტომატიზებული დისრიბუცია და საცალო ვაჭრობა;
• და მრავალი სხვა სფერო.