.

.

კომერციული წინადადება

კომპანიებს, რომელთაც აქვთ თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის პრობლემა, ვთავაზობთ:
სამუშაო დროის აღრიცხვის ბიომეტრიულ სისტემას
განკუთვნილია:
  • თანამშრომლის სამსახურში გამოცხადების და სამსახურიდან წასვლის რეგისტრაციისათვის;
  • თანამშრომლის მიერ სამსახურში რეალურად გატარებული დროის აღრიცხვისათვის;
  • თანამშრომლის დაგვიანების აღრიცხვისათვის;
  • თანამშრომლის ნორმის ზემოთ მუშაობის დროის აღრიცხვისათვის;
  • სტატისტიკური მონაცემების დაგროვებისათვის;
  • თანამშრომლის სამსახურში ყოფნის მონიტორინგისათვის;
  • მონაცემთა რანჟირებისათვის სხვადასხვა ჭრილში.
ბიომეტრიის უპირატესობა სხვა საიდენტიფიკაციო საშუალებებთან მიმართებაში
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორი პლასტიკური იდენტიფიკატორისაგან განსხვავებით არ შეიძლება დაგავიწყდეთ;
  • ბიომეტრიულ იდენტიფიკატორს პლასტიკური იდენტიფიკატორისაგან განსხვავებით ვერ დაკარგავთ;
  • ბიომეტრიულ იდენტიფიკატორს ერთი მომხმარებელი ვერ გადასცემს მეორე მომხმარებელს;
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორის გამოყენება გაცილებით კომფორტულია.
ბიომეტრიულ იდენტიფიკატორებს მიკუთვნება: დაქტილოსკოპია (თითის ანაბეჭდი), სახის გეომეტრია, თვალის ფერადი გარსი და ა.შ.

შემოთავაზებული სისტემის უპირატესობა სამუშაო დროის აღრიცხვის სტანტარტულ ბიომეტრიულ სისტემებთან შედარებით
მოცემულ მომენტში საქართველოში გავრცელებული სამუშაო დროის აღრიცხვის ბიომეტრიული სისტემები იყენებენ სხვადასხვა მწარმოებლის სტანდარტულ აპარატურულ და პროგრამულ საშუალებებს, რომელთა მორგება ჩვენს რეალობაზე პრობლემატურია, პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად ვერ ხერხდება კონკრეტული ორგანიზაციის მიერ დასმული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სისტემაში გამოყენებულია სტანდარტული კომპონენტები, მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფა ორიგინალურია, სადაც მაქსიმალურად ვეცადეთ რეალური სიტუაციის გათვალისწინება. თუ რომელიმე ორგანიზაციას გაუჩნდება დამატებითი სურვილები, ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ.

შემოთავაზებული სისტემა უზრუნველყოფს:
  • თანამშრომლის შენობაში შესვლა/გასვლის ბიომეტრიულ რეგისტრირებას, კერძოდ კი დაქტილოსკოპიური მეთოდით
  • თანამშრომელთა საერთო რაოდენობა – არაუმეტეს 200–ისა;
  • თანამშრომელთა რეგისტრირების შედეგების დაგროვება – მონაცემთა ბაზაში;
  • ანგარიშების მომზადება – მიმდინარე, დროის ნებისმიერი ჭრილი, საერთო და თითოეულ თანამშრომელზე (დეტალური და ჯამური);
  • ანგარიშების ექსპორტი;
  • თანამშრომელთა ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა პირველადი ბიომეტრიული რეგისტრირება.
განსხვავებით სტანდარტული სისტემებისაგან, ჩვენს სისტემაში სამუშაო დროის აღრიცხვასთან ერთად ხდება:
·        ორგანიზაციის ან შესაბამისი სამსახურის უფროსის მიერ თანამშრომლის სამუშაო ადგილზე ყოფნის მონიტორინგი;
·        თითოეული თანამშრომლისათვის ბიომეტრიული პარამეტრის  ინდივიდუალურად მორგება, რაც ზრდის სისტემის საიმედოობას;
·        თანამშრომელთა ბიომეტრიული იდენტიფიცირების კომბინირებული მეთოდის (იდენტიფიცირების, ვერიფიცირების) გამოყენება, რაც ზრდის სისტემის საიმედოობას;
·        სტანდარტულად (ავტომატურად) ვერიფიცირებით მუშაობის შესაძლებლობა;
·        მივლინებაში მყოფი და სამსახურებრივი ვიზიტით (დავალებაზე გასული) შენობის გარეთ მყოფი თანამშრომლებისათვის სამუშაო დროის აღრიცხვის შესაძლებლობა;
·        ზენორმატიული ნამუშევარი დროის აღრიცხვის უზრუნველყოფა, როგორც ადრე მოსული, ასევე გვიან წასული თანამშრომლებისათვის;
·        თანამშრომლებზე ინდივიდუალური ბიომეტრიული მაჩვენებლის (FAR) უზრუნველყოფა, რაც ზრდის სისტემის საიმედოობას.
შემოთავაზებული სისტემის ინტერფეისი ქართულია.

სისტემის არქიტექტურა
დამოკიდებულია ორგანიზაციის მოთხოვნებზე: ერთი ან რამდენიმე სარეგისტრაციო ტერმინალით. სარეგისტრაციო ტერმინალი წარმოადგენს პერსონალური კომპიუტერის სისტემურ ბლოკს, სენსორულ მონიტორს და დაქტილოსკოპიურ სკანერს.

ჩვენს მიერაა განხორციელებული ბიომეტრიული სისტემები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
კონტაქტი.