.

.

საინჟინრო საქმიანობა



2023 წლის ახალი პროექტი
გილოცავთ ახალ წელს! 
ახალი წლის საზეიმო დღეებში მომიწია ახალ პროექტზე მუშაობა. პროექტის ერთი ფრაგმენტი ასოცირდება საახალწლო ნაძვის ხესთან და ქმნის შესაბამის განწყობას.




სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის სისტემის მოდიფიცირება – 2017 წ.
დანიშნულია: 
სტუდენტთა ყოველკვირეული შეფასებისათვის;
·    სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორის მიერ სასწავლო პროცესის წარმართვის მონიტორინგისათვის;
·  სტუდენტთა შეფასების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის;
·  სასწავლო პროცესის ანალიზისათვის;
·  სტუდენტთა და პროფესორთა ინფორმირებისათვის შეფასებათა წარმართვის კალენდარული გეგმის შესახებ.
სისტემა არის ტიპიური ინფორმაციული სისტემა. იგი რეალიზებულია და ექსპლუატაციაშია.


SCADA ლაბორატორიული კომპლექსი – 2016 წ.
SCADA სისტემების ლაბორატორიული კომპლექსი განკუთვნილია სასწავლო პროცესში გამოყენებისა და კვლევითი საქმიანობის წარმართვისათვის. საშუალებას იძლევა SCADA სისტემები შესწავლილი იქნას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში და ასევე, ფართო გასაქანს იძლევა, გამოყენებული იქნას ტექნოლოგიური პროცესების შესწავლისათვის.
სასწავლო პროცესის წარმართვის თვალსაზრისით ლაბორატორიული სტენდით შესაძლებელია შემდეგი საკითხების შესწავლა:
·    PC -ის COM პორტის მართვა;
·    RS-485 ინტერფეისის ფუნქციონირება;
·    MODBUS-ის ფუნქციონირება;
·    გამოყენებული პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების  ფუნქციონირება;
·    პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების პროგრამირება IEC 61131-3 სტანდარტის პროგრამირების ენების გამოყენებით;
·    სტანდარტული SCADA პროგრამული პაკეტის Trace Mode ფუნქციონირება;
·    ობიექტის რეალურ დროში მონიტორინგი (Trace Mode–ს და ორიგინალური პროგრამული საშუალებების გამოყენებით);
·    რეალურ დროში ფუნქციონირებადი მონაცემთა ბაზა;
·    ობიექტის მართვა (ჩართვა-გამორთვა) წინასწარ ცნობილი პროგრამით (Trace Mode–ს და ორიგინალური პროგრამული საშუალებების გამოყენებით);
·    ობიექტის მართვა რეალურ დროში შემოსული პირობებით (Trace Mode–ს და ორიგინალური პროგრამული საშუალებების გამოყენებით);
·    პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების კონფიგურება „ხელით“ და PC-დან;
·    ფიქსირებული და მცოცი მძიმის არითმეტიკის ფუნქციონირება;
·    გამზომი მიკროპროცესორული მოწყობილობანი;
·    საწარმოო კომპიუტერული სისტემების ფუნქციონირება;
ადამიანი/კომპიუტერის მომხმარებლის ინტერფეისი.


პედაგოგთა  რეგისტრირების ბიომეტრიული სისტემის მოდიფიცირება
 – 2016 წ.

პედაგოგთა  რეგისტრირების ბიომეტრიული სისტემა განკუთვნილია პედაგოგის მიერ ჩატარებული ყოველი მეცადინეობის და ტექნიკური პერსონალის მიერ სამუშაო დროის აღრიცხვისათვის. სისტემას საფუძვლად უდევს ინოვაციური ბიომეტრიული ტექნოლოგიები. ამდენად, არ იძლევა მონაცემების გაყალბების შესაძლებლობას. სისტემა „თვალყურს ადევნებს“ პედაგოგის მიერ სასწავლო ცხრილის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვას. სისტემა სიახლეა არა მარტო საქართველოს მაშტაბით და დაპატენტებულია (საპატენტო სიგელი # P2012 5620 B).
მოდიფიცრების მიზნები:
– საიმედოობის ამაღლების მიზნით სისტემას დაემატა მომხმარებლის სახის გეომეტრიით იდენტიფიცირების მოდული.
– მონაცემთა დამუშავების ავტომატიზირების მიზნით დაემატა მეცადინეობათა რეგისტრირების ანალიზის ექსპერტული ქვესისტემა.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის ერთიანი ავტომატიზებული სისტემა – 2013–2016 წწ.

სისტემის დანიშნულება და ამოცანები
წარმოადგენს ინფორმაციულ–ანალიტიკურ სისტემას სასწავლო პროცესის მართვის ორგანიზაციისათვის და უშუალოდ სასწავლო პროცესის მართვისათვის. საშუალებას იძლევა სისტემური მიდგომით კომპლექსურად  იქნას გადაწყვეტილი სტუ–ს წინაშე მდგარი ოპერატიული და გრძელვადიანი ამოცანები. ავტომატიზაციის სფეროში ექცევა სასწავლო პროცესთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ყველა საკითხი.
სისტემის დანერგვით მიღებული დადებითი შედეგები:
– ბიზნეს–პროცესების და სასწავლო პროცესის წარმართვის საშემსრულებლო დისციპლინის მკვეთრი ამაღლება.
– ბიზნეს–პროცესების წარმართვის მაღალი კორექტულობა და საიმედოობა.
 ბიზნეს–პროცესების წარმართვის გამარტივება (მატერიალური და დროითი ეფექტურობა).
– სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროში მაღალი ეფექტურობა.
– სასწავლო პროცესის წარმართვის მაღალი საიმედოობა.
– დინამიური (დროში ცვალებადი, ნორმატიული დოკუმენტების ცვლილებების პირობებში) სასწავლო პროცესის დაგეგმვის და წარმართვის მაღალი ეფექტურობა (დროის და მატერიალური დანახარჯების შემცირება).

ელექტრული პარამეტრების მონიტორინგისა და ვიზუალიზაციის სისტემის მოდიფიცირება ჟინვალჰესში – 2015 წ.

განკუთვნილია  ჟინვალჰესის ელექტრული პარამეტრების გაზომვისა და ვიზუალიზაციისათვის. პირველად საქართველოს ენერგეტიკის ისტორიაში განხორციელდა ელექტრული პარამეტრების გაზომვა და ასახვა ახალი მიდგომით, რომელიც გულისხმობს გამზომი მოწყობილობების სახით მულტიფუნქციური ციფრული გამზომი ხელსაწყოების გამოყენებას და გაზომვის შედეგების ასახვას ფართოფორმატიან მონიტორებზე. სისტემა აღჭურვილია გაზომილი პარამეტრების მონიტორინგის ფუნქციით. სისტემა წარმოადგენს აპარატურულ–პროგრამულ კომპლექსს.
სისტემა დანერგილია 2007 წელს ჟინვალჰესის ოთხივე აგრეგატზე.

მაღალი ძაბვის ქვესადგურის მონიტორინგისა და მართვის SCADA სისტემა  (ქვესადგური „დიღომი-2“)- 2013 წ.



განკუთვნილია: მაღალი ძაბვის ქვესადგურების ელექტრული პარამეტრების გაზომვის, ვიზუალიზაციისა და მონიტორინგისათვის; ამომრთველების და გამთიშველების  კომპიუტერული მართვისათვის. სისტემის ფუნქციონირება ეყრდნობა  მულტიფუნქციური ციფრული გამზომი ხელსაწყოების გამოყენებას, ხოლო მართვის ნაწილში განხორციელებულია განაწილებული სისტემის არქიტექტურით. 
გამოირჩევა:
·         – მაღალი საიმედოობით;
·         – გაუმჯობესებული ინტერფეისით სენსორული მონიტორის ბაზაზე;
·         – გაფართოებული სერვისული ფუნქციებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგომომარაგების SCADA სისტემა – 2010 წ.

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგომომარაგების ქსელის პარამეტრების მონიტორინგისათვის, მონაცემთა დაგროვებისათვის და ბალანსის გამოყვანისათვის. იგი დამატებით ასრულებს სასწავლო პოლიგონის მოვალეობასაც. სისტემა დანერგილია და ფუნქციონირებს დღესაც. 

****************************************

ბიომეტრიული კომპიუტერული სისტემები

სასწავლო დაწესებულებაში

**************************************************************************

პროფესორთა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა - 2010 წ.
დანიშნულია:
  • პროფესორ-მასწავლებელთა ბიომეტრიული (თითის ანაბეჭდით)იდენტიფიკაციისათვის;
  • პროფესორ-მასწავლებელთა ლექციაზე გამოცხადების ელექტრონული რეგისტრაციისათვის და აღრიცხვისათვის;
  • ჩასატარებელი, ჩატარებული, შეწყვეტილი ან გაცდენილი ლექციების ავტომატური აღრიცხვისათვის;
  • მონაცემთა დაგროვებისა და ანალიზისათვის, ანგარიშების ავტომატური მომზადებისათვის.

სისტემა წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
მომხმარებლები: ყველანაირი სახის სასწავლო დაწესებულება.


მაღალი ძაბვის ქვესადგურის ელექტრული პარამეტრების გაზომვის, ვიზუალიზაციის და მართვის სისტემა - 2008-2009 წწ.
განკუთვნილია: მაღალი ძაბვის ქვესადგურების ელექტრული პარამეტრების გაზომვის, ვიზუალიზაციისა და მონიტორინგისათვის; ამომრთველების და გამთიშველების კომპიუტერული მართვისათვის. სისტემის ფუნქციონირება ეყრდნობა მულტიფუნქციური ციფრული გამზომი ხელსაწყოების გამოყენებას, ხოლო მართვის ნაწილში განხორციელებულია განაწილებული სისტემის არქიტექტურით.
სისტემა დანერგილია სს „თელასის“ მაღალი ძაბვის ქვესადგურებში „ღრმაღელე“ 2008 წელს და „მთაწმინდა“ 2009 წელს.

მაღალი ძაბვის ქვესადგურის გამავალი ფიდერების მონიტორინგისა და კომპიუტერული მართვის სისტემა - 2009 წ.
განკუთვნილია: მაღალი ძაბვის ქვესადგურების გამავალი ფიდერების კომპიუტერული ამრთვისა და მონიტორინგისათვის.
სისტემა რეალიზებულია სს „თელასის“ მაღალი ძაბვის ქვესადგურში „მთაწმინდა“.

ორგანიზაციის ენერგომომარაგების მონიტორინგის სისტემა - 2008 წ.

განკუთვნილია ორგანიზაცია-დაწესებულებებში ელექტროენერგიის ხარისხის და ხარჯის მონიტორინგისათვის. ხელს უწყობს ელექტრონერგიის მოხმარების მინიმიზაციას და აუმჯობესებს ენერგოეფექტურობის მაჩვენებელს.
მომხმარებლები: მნიშვნელოვანი ენერგოტევადობის ნებისმიერი მომხმარებელი.

წყლის დონის მონიტორინგის კომპიუტერული სისტემა - 2007-2008 წწ.
სისტემა უნიფიცირებულია და განკუთვნილია მცირე ჰესებისათვის. გამზომი ქვესისტემა მონტაჟდება ჰესის სათავე ნაგებობაზე, ხოლო კომპიუტერი განთავსდება მართვის ფარზე. მნიშვნელოვნად ამარტივებს ჰესის ექსპლუატაციას.

სისტემა დანერგილია 2007-2008 წწ-ში „იგოეთჰესზე“, „ალაზანჰესზე“, „აჭიჰესზე“ და „ბჟუჟჰესზე“.

მომხმარებლები: მცირე და საშუალო ჰესები.


წყლის დონის მონიტორინგისა და ანალიზის კომპიუტერული სისტემა - 2010 წ.
განკუთვნილია ჟინვალჰესის კაშხლის ზედა ბიეფში წყლის დონის მონიტორინგისათვის და წყლის მოცულობის დადგენისათვის.
სისტემის პირველი ეტაპი დანერგილი იყო ჟინვალჰესზე 2006 წ. სისტემა დაპანტეტებულია. საქართველოს საპატენტო სიგელი # P 3911, ბიულ. # 5, 2006 წ. სისტემა რეალიზებულია.
სისტემის ტექნიკური მახასიათებლები და ფუნქციები:
  • გაზომვის დიაპაზონი 0-59 მ;
  • გაზომვის სიზუსტე - 1 მმ;
  • წყალსაცავში წყლის დონის უწყვეტი მონიტორინგი;
  • წყალსაცავში წყლის სასარგებლო მოცულობის უწყვეტი მონიტორინგი;
  • წყლის ენერგეტიკული ხარჯის უწყვეტი მონიტორინგი;
  • წყალსაცავში წყლის შემოდინების უწყვეტი მონიტორინგი;
  • გათვლების წარმოება რეალურ გამომუშავებულ სიმძლავრეზე დაყრდნობით;
  • გაზომვის უწყვეტობის უზრუნველყოფა მკვებავი ძაბვის დამოუკიდებლად;
  • გათვლების წარმოება და მონაცემების არქივირება საათობრივ, დღიურ და თვიურ დროით ჭრილებში;
  • გაზომვებისა და გათვლების ბოლო 24 სთ-ის სრული არქივი;
  • ოპერატიული გათვლების და არქივირების დროის ჭრილის რეგულირება 120 წთ-მდე;
  • გაზომვის ვიზუალური აღქმის შესაძლებლობა უშუალოდ საკონტროლო წერტილზე;
  • მონაცემების წარმოდგენა ცხრილებისა და გრაფიკების სახით სხვადასხვა დროით ჭრილში (საათობრივი, დღიური, თვიური მონაცემები);
  • თვითტესტირების უნარი და უწესივრობის შეტყობინების გამოტანა. 
 მომხმარებლები: წყალსაცავიანი ჰესები.












დანიშნულია:
  • სტუდენტთა ყოველკვირეული შეფასებისათვის;
  • სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორის მიერ სასწავლო პროცესის წარმართვის მონიტორინგისათვის;
  • სტუდენტთა შეფასების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის;
  • სტუდენტთა და პროფესორთა ინფორმირებისათვის შეფასებათა წარმართვის კალენდარული გეგმის შესახებ.
სისტემა რეალიზებულია და ექსპლუატაციაშია.

 მომხმარებლები: სასწავლო დაწესებულები

მორების იდენტიფიკაციის და აღრიცხვის სისტემა (2007-2009 წ)
დანიშნულია მორებად დამზადებული ხეების პასტორტიზაცისათვის ტრანსპორტირებისას და დასაწყობებისას.

გამორიცხავს “მარცხენა პროდუქციის” წარმოების და ტრანსპორტირების შესაძლებლობას.










დისტრიბუციის ავტომატიზებული სისტემა Pocket PC-ის ბაზაზე - 2007-2009 წწ.
 განკუთვნილია სადისტრიბუციო კომპანიების საქმიანობის ავტომატიზაციისათვის. მნიშვნელოვნად ზრდის აღრიცხვისა სიზუსტეს და ამცირებს ბალანსის გამოყვანის დროს. Pocket PC-ის ინტერფეისი ქართულენოვანია.
2007-2008 წლებში დაინერგა რამოდენიმე სადისტრიბუციო კომპანიაში.

აბონენტებთან ანგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემა - 2009 წ.
განკუთვნილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის სადისტრიბუციო კომპანიების საქმიანობის ავტომატიზაციისათვის. მნიშვნელოვნად ზრდის აღრიცხვის სიზუსტეს და ამცირებს აბონენტის მრიცხველიდან მონაცემების აღების და მისთვის ქვითრის მიწოდების დროს და მატერიალურ დანახარჯებს.
მომხმარებლები: ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის სადისტრიბუციო კომპანიები.

ლაბორატორიული სტენდი „კომპიუტერული სისტემები“ – 2008 წ.
ლაბორატორიული სტენდი უნივერსალური დანიშნულებისაა. იგი განკუთვნილია ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებისათვის შემდეგ სასწავლო კურსებში:
  • კომპიუტერის არითმეტიკული და ლოგიკური საფუძვლები;
  • კომპიუტერის სქემოტექნიკა;
  • მიკროპროცესორული სისტემები;
  • განაწილებული კომპიუტერული სისტემები;
  • ალგორითმული ენები და პროგრამირება.
მომხმარებლები: უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულება.

სროლის ელექტრონული სატრენაჟორო სისტემა - 2009 წ.
დანიშნულება. სროლის ელექტრონული სატრენაჟორო სისტემა წარმოადგენს აპარატურულ-პროგრამულ კომპლექს, რომელიც საშუალებას იძლევა იმიტირებული იქნას სროლის რეალური პირობები სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღისათვის. სატრენაჟორო სისტემა შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სტაციონალურ პირობებში სასწავლო-საწვრთნელ პროცესში, ასევე საველე პირობებში.
მომხმარებლები: თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, დაცვის კერძო სამსახურები, კერძო ორგანიზაციები (ტირი).

ჰიდროსადგურის ელექტრული პარამეტრების გაზომვისა და ასახვის სისტემა-2007 წ.
განკუთვნილია ჰიდროსადგურის ელექტრული პარამეტრების გაზომვისა და ვიზუალიზაციისათვის. პირველად საქართველოს ენერგეტიკის ისტორიაში განხორციელდა ელექტრული პარამეტრების გაზომვა და ასახვა ახალი მიდგომით, რომელიც გულისხმობს გამზომი მოწყობილობების სახით მულტიფუნქციური ციფრული გამზომი ხელსაწყოების გამოყენებას და გაზომვის შედეგების ასახვას ფართოფორმატიან მონიტორებზე. სისტემა აღჭურვილია გაზომილი პარამეტრების მონიტორინგის ფუნქციით.
სისტემა დანერგილია 2007 წელს ჟინვალჰესის ოთხივე აგრეგატზე.
მომხმარებლები: ჰიდროსადგურები.


კაზმის მომზადების ტექნოლოგიური პროცესის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა (2006 წ.)

დანიშნულია: უწყვეტი მოქმედების მრავალკომპონენტიანი კონვეირული დოზატორის მექანიკური ნაწილის ბაზაზე კაზმის მომზადების ტექნოლოგიური პროცესის მართვის, კონტროლისა და აღრიცხვისათვის.
დანერგილი იყო ს/ს „ფეროში“ . სამუშაოები შეჩერდა ს/ს „ფეროს“ იურიდიული სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით.
მომხმარებლები: ქიმიური და მეტალურგიული წარმოება, ბეტონის წარმოება.

ჰიდროაგრეგატის მონიტორინგისა და მართვის სისტემა - 2004-2005 წწ.
განკუთვნილია ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატების საექსპლუატაციო კონტროლისა და დიაგნოსტიკის პროცესების ავტომატიზაციისათვის. მომსახურე პერსონალის ჩარევის გარეშე ხორციელდება ჰიდროაგრეგატის საექსპლუატაციო პარამეტრების მოგროვება და არქივირება. აღირიცხება აგრეთვე პერსონალის ყოველი მოქმედება.
სისტემა დანერგილია ჟინვალის და ბჟუჟის ჰესებზე.

ექსპონირებული იყო „კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების“ მე-5 საერთაშორისო გამოფენაზე. თბილისი-2004.

ელექტროენერგიის გასაღებისა და აბონენტებთან ანაგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემა (ეგაასი) -1990-2003 წწ.
განკუთვნილია ენერგეტიკის უპირველესი პრობლემის - მომხმარებლებიდან დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის სრულად ამოღებისათვის: მთლიანად გამორიცხავს მომხმარებლის მხრიდან ელექტროენერგიის დატაცებას, მომხმარებელსა და ენერგოკომპანიას შორის „გარიგებას“ და კორუფციულ მომენტებს, ახდენს ენერგოკომპანიაში შემოსული თანხების ლეგალიზებას.

სისტემა სერტიფიცირებულია და დანერგილია: ფართო მაშტაბით აჭარის რეგიონში, მცირე მაშტაბებით ფოთის ნავსადგურში, კახეთის რეგიონში, მცხეთაში, ზაჰესის დასახლებაში, ქ-ებში რუსთავსა და ქუთაისში.
დაცულია საქართველოს პატენტებით # 881 და # 1449.
ექსპონირებული იყო „კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების“ მე-4 საერთაშორისო გამოფენაზე. თბილისი-2001.
მომხმარებლები: ელექტროგამანაწილებელი კომპანიები.