.

.

გამოგონებები



ბიომეტრიული საარჩევნო სისტემა – 2018 წ.
ფრანგიშვილი ა., იმნაიშვილი ლ., ბედინეიშვილი მ. , კირკიტაძე ნ.
 პატენტი #GE 2018 6819 B
 ბიულეტენი # 2, 2018 წ..

ტექნიკური შედეგი

შემოთავაზებული გამოგონების ტექნიკური შედეგია საარჩევნო პროცესში როგორც რეგისტრირების ეტაპზე, ასევე ხმის მიცემის ეტაპზე ამომრჩევლის მრავალი ბიომეტრიული მაჩვენებლით იდენტიფიცირების პროცესის გამარტივება და იდენტიფიცირების დროის შემცირება. კონკრეტული ამომრჩევლისათვის სხვადასხვა ბიომეტრიულ მაჩვენებელს მიეთითება ბიომეტრიული მაჩვენებლის წყაროს ხარისხის დონე, რაც საშუალებას იძლევა საარჩევნო პროცესში მოხდეს ამომრჩევლის სხვადასხვა ბიომეტრიული მაჩვენებლის პრიორიტეტული გამოყენება. 

გამოყენების სფერო

გამოგონება განეკუთვნება საარჩევნო და ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემებს. იგი შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა დონის და მაშტაბის საარჩევნო პროცესის, ხმის მიცემის პროცესის, გამოკითხვების ელექტრონულად წარმართვისათვის.


კრიტიკული მეტეოროლოგიური სიტუაციის მონიტორინგის, დედექტირებისა და შეტყობინების სისტემა

ადამოვი გ., ბაღათურია ი., იმნაიშვილი ლ., ლომიძე დ., ლომიძე ი., ფრანგიშვილი ა., ფრანგიშვილი ი., წამალაიძე ზ., ხვედელიძე ა.

 პატენტი #GE P 2018 6814, 2018 წ.


პედაგოგოთა ბიომეტრიული იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის სისტემა – 2012 წ.
ფრანგიშვილი ა., იმნაიშვილი ლ., ბედინეიშვილი მ.  
პატენტი # P 2012 5620 B.
ბიულეტენი # 16, 2012 წ.

რეფერატი
ტექნიკური შედეგი

შემოთავაზებული გამოგონების ტექნიკური შედეგია ბიომეტრიული სკანერის, კონსოლური კომპიუტერის და სერვერის საშუალებით პედაგოგთა იდენტიფიკაცია და სენსორული პანელით აღჭურვილი მონიტორით ინტერაქტიული კავშირის დამყარება პედაგოგთა მონაცემთა ბაზასთან მეცადინეობის ჩატარების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით. პედაგოგის მიერ მეცადინეობის ჩატარება რეგისტრირდება დაწყებული, დაგვიანებული, გაცდენილი, დაუმთავრებელი, ჩანაცვლებული და შეწყვეტილი მეცადინეობების სახით. პედაგოგის იდენტიფიცირების და მეცადინეობების რეგისტრაციის  საზოგადოებრივი კონტროლი უზრუნველყოფილია მონიტორის ეკრანზე პედაგოგთა გვარების და ჩასატარებელი, დაწყებული, დაგვიანებული, გაცდენილი, დაუმთავრებელი, ჩანაცვლებული და შეწყვეტილი მეცადინეობების დასახელებათა გამოტანით.
გამოყენების სფერო

გამოგონება განეკუთვნება ადამიანის ბიომეტრიულ იდენტიფიკაციას და შეიძლება გამოყენებული იქნას სასწავლო დაწესებულების პედაგოგთა ბიომეტრიული იდენტიფიკაციისა და პედაგოგის მიერ მეცადინეობის ჩატარების რეგისტრაციისათვის და აღრიცხვისათვის.

სამგანზომილებიანი საათი - 2009 წ.

ლ.იმნაიშვილი, მ.ბედინეიშვილი
AP 2009 10106 A


დეკორატიული დანიშნულებისაა და განკუთვნილია ორგანიზაცია-დაწესებულების ფოიებში და სკვერებში გამოყენებისათვის. მსგავში დანიშნულების ტრაციული საათებისაგან განსხვავებით დროის აღქმა ყველა მიმართულებიდან ერთნაირად ხდება.

სამგანზომილებიანი საათი დაპატენტებულია. განაცხადი გამოგონებაზე #AP 2007 010106, დადებითი გადაწყვეტილება 2009 წ-დან.

მომხმარებლები: სარეკლამო კომპანიები.


მოედანი ტრადიციული საათით

მოედანი სამგანზომილებიანი საათით

ტივტივიანი დონის საზომი
ჩაჩხიანი ე., იმნაიშვილი ლ., დუნდუა ა., მათითაშვილი თ.
პატენტი # P3911, ბიულეტენი #5, 2006
განკუთვნილია ღია და დახურულ სათავსოებში თხევადი გარემოს, უპირატესად წყლის დონის გაზომვისა და რეგისტრაციისათვის.
გამოიყენება წყლის დონის კომპიუტერული მონიტორინგის სისტემებში წყლის დონის გაზომვის ქვესისტემის სახით.