.

.

CV

  • ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 
  • საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი;
  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი; 
  • დაჯილდოებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლით;
  • ეროვნული პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში;
  • დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.  
დაბადების თარიღი: 2 მარტი 1954 წელი.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

განათლება: 1971 წ. - დაამთავრა სოფ.შუხუთის (ლანჩხუთის რ-ნი) საშუალო სკოლა; 1976 წ. - დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, გამომთვლელი მანქანების სპეციალობა; 1976 წ. - დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი, სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის მთარგმნელის სპეციალობა.

კვალიფიკაცია: 1997 წ. - მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 2006 წ. - მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; გამოქვეყნებული აქვს 170–ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის 3 მონოგრაფია; არის 60–ზე მეტი გამოგონების ავტორი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით და თანავტორობით შესრულებული და დანერგილია მრავალი საინჟინრო პროექტი ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის საკითხებში.

სამუშაო გამოცდილება: 1977-1982 წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამეურნეო თემის უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1983-1985 წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, გამოთვლითი ტექნიკის სპეციალური საკონსტრუქტორო-კვლევითი ბიურო, წამყვანი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1986 - 1990 წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამეურნეო თემის უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1990-1992 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1993-2005 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ოპტოელექტრონული გამომთვლელი საშუალებების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 2005-2006 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპიუტერული სისტემების და ქსელების კათედრა, დოცენტი; 2006-2009 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2009 წწ.-დან დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი; 2009 –2020 წწ.-დან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 2018–2019 წწ. – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ავტორიზაციის საბჭოს წევრი; 1999 წ.-დან დღემდე - შ.პ.ს. „ენერგოსერვისი“, დირექტორი.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: (599) 10 09 73; ელ. ფოსტა: limn54@gmail.com, imnaishvililevani08@gtu.ge.